ფეხბურთი

18:11 | 13.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

38 წლის პანდევმა "ჯენოასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ვეტერანმა ფეხბურთელმა გორან პანდევმა „ჯენოასთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა. როგორც იტალიური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ჩრდილოეთ მაკედონიელი თავდამსხმელი ლიგურიელთა ღირსებას 2022 წლის ზაფხულამდე დაიცავს.

პანდევი თავდაპირველად კარიერის დასრულებას ევრო 2020-ის შემდეგ აპირებდა, მაგრამ გადაიფიქრა და ფეხბურთში მომდევნო სეზონშიც დარჩება.

38 წლის გორანმა ჩრდ. მაკედონიის ნაკრებში 122 მატჩში 38 გოლი გაიტანა, მას საკლუბო კარიერაში „ჯენოას“ გარდა, „სპეციაში“, „ანკონაში“, „ლაციოში“, „ინტერში“, „ნაპოლისა“ და „გალათასარაიში“ უთამაშია.

0.11387