ფეხბურთი

22:46 | 12.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" მბაპეში 120 მილიონ ევროს იხდის

მადრიდის „რეალი“ კილიან მბაპეს გადაბირების იმედს არ კარგავს. მიუხედავად იმისა, რომ პსჟ-მ ლიონელ მესი დაიმატა და სეზონის წინ საგრძნობლად გაძლიერდა, მპაპეს პარიზში დარჩენასთან დაკავშირებით აზრი არ შეუცვლია.

ფრანგული კლუბის პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ თქვა, რომ მბაპეს სხვაგან წასვლის საბაბი უკვე აღარ აქვს, რადგან უფრო მეტად კონკურენტუნარიან გუნდს ვერ იპოვოს. ამის მიუხედავად, ფაქტია, რომ კილიანს კლუბთან კონტრაქტი, რომელიც 2022 წლის ზაფხულში იწურება, არ გაუხანგრძლივებია.

Cadena Ser-ის ცნობით, ფლორენტინო პერესი ბოლო შეთავაზებას ამზადებს და პსჟ-ს მბაპეში 120 მილიონ ევროს შესთავაზებს. იმ შემთხვევაში თუ პასუხი უარყოფითი იქნება, პერესი მზადაა რამდენიმე თვე მშვიდად დაელოდოს და ფეხბურთელი მომდევნო ზაფხულში უფასოდ გადაიბიროს. რა თქმა უნდა, თუ მანამდე მბაპე პსჟ-სთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ ჟერმენმა“ კილიან მბაპე 2017 წელს „მონაკოდან“ დაიმატა და მას შემდეგ 22 წლის თავდამსხმელმა 172 თამაშში 132 გოლი გაიტანა.

0.143169