ფეხბურთი

16:40 | 12.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

პარატიჩი ხვიჩათი აღფრთოვანებულია, ჯერ "იუვენტუსში" სურდა, ახლა "ტოტენჰემში" უნდა

ინსაიდერმა ნობელ არუსტამიანმა, რომელმაც გასულ წელს ხვიჩა კვარაცხელია დოკუმენტური ფილმი გადაიღო, ქართველი ნახევარმცველის მომავალზე კომენტარი გააკეთა.

არუსტამიანის განცხადებით, კვარაცხელიას დამატების ყველაზე დიდი შანსი ლონდონის „ტოტენჰემს“ აქვს, რადგან ინგლისური გუნდის სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი მისით კარგა ხანია აღფრთოვანებულია.

„ტოტენჰემის“ ერთ-ერთი შენაძენი შეიძლება იყოს ხვიჩა კვარაცხელია. პარატიჩი დიდი ხანია აღფრთოვანებულია ხვიჩას ტალანტით და გაზაფხულზე ერთ-ერთ აგენტს ვალერიო ჯუფრიდას დაუკავშირდა.

ჯუფრიდა მთავარი ფიგურა იყო მოსკოვის „ლოკომოტივიდან“ ბერგამოს „ატალანტაში“ ალექსეი მირანჩუკისა და ელდორ შომუროდოვის „ჯენოაში“ ტრანსფერებში. ჩემი ინფორმაციით, თავდაპირველად ჯუფრიდასა და პარატიჩის პირველი დიალოგი ხვიჩას „იუვენტუსში“ ტრანსფერზე შედგა, მაგრამ ახლა სიტუაცია მთლიანად შეიცვალა, რადგან პარატიჩიმ ტურინული კლუბის ივნისში დატოვა და ამჟამად უკვე „ტოტენჰემში“ მუშაობს, რომელიც ხვიჩას კარიერის გაგრძელების ყველაზე რეალურ ვარიანტად მოსჩანს“, - თქვა არუსტამიანმა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს და მას ყველაზე აქტიურად ბოლო პერიოდში სწორედ ლონდონის „ტოტენჰემს“ უკავშირებენ. რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ხვიჩამ 3 მატჩში 1 გოლი გაიტანა და ერთხელაც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

0.113194