ფეხბურთი

17:46 | 12.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლიბერტადორესის თასზე არგენტინელმა ფეხბურთელმა გონება დაკარგა

ასუნსიონის „ოლიმპიას“ ფეხბურთელმა ვიქტორ სალაზარმა ლიბერტადორესის თასზე „ფლამენგოსთან“ მატჩში გონება დაკარგა.

თამაშის 22-ე წუთზე მას სახეში მეტოქის, ჯორჯიან დე არასკაეტას ხელი შემთხვევით მოხვდა, რის შედეგადაც სალაზარმა გონება დაკარგა და მინდორზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა გამოჩნდა. ექიმები დაახლოებით 10 წუთი სწავლობდნენ სიტუაციას და ფეხბურთელი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამჟამად მოთამაშის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და თავს კარგად გრძნობს.

აქვე გეტყვით, რომ მატჩი ბრაზილიურმა „ფლამენგომ“ ადვილად, 4:1 მოიგო.

0.12008