ფეხბურთი

15:17 | 12.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

შაჩირი „ლიონთან“ 2024 წლამდე შეთანხმდა

„ლივერპულის“ 29 წლის შვეიცარიელი ნახევარმცველი, შერდან შაჩირი, „ლიონში“ გადასვლასთან ახლოსაა - წერს L’Equipe.

წყაროს ინფორმაციით, ფეხბურთელმა ლიონელებთან უკვე მიაღწია შეთანხმებას და მზადაა ფრანგულ კლუბში 2024 წლის 30 ივნისამდე ითამაშოს. მაგრამ კლუბებმა ჯერ ვერ მოილაპარაკეს. „ლიონი“ მერსისაიდელებს შვეიცარიელში 6 მილიონ ევროს სთავაზობს, ლივერპულელები თანახმა არ არიან. მოლაპარაკებები გრძელდება.

შაჩირი „ლივერპულში“ 2018 წლიდან თამაშობს. მანამდე კი ის „სტოკ სიტიში,“ „ინტერში,“ „ბაიერნსა“ და „ბაზელში“ ირჯებოდა.

0.108776