„ლივერპულის“ 54 წლის მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას ისინი ახალი ფეხბურთელების დამატებას არ აპირებენ.
„თუ ცვლილებები გვინდა, ამისათვის გუნდში ადგილი უნდა იყოს. ამჟამად ახალი ფეხბურთელები არ გვჭირდება, აზრი არ აქვს შემადგენლობის გაფართოებას. მაგრამ თუ რაიმე გაუთვალისწინებელი მოხდა, ყველაფერია შესაძლებელი.“ - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
ცოტა ხნის წინათ ბრიტანული მედია აღნიშნავდა, კლოპს „გლადბახის“ 24 წლის შუახაზელის, ფლორიან ნოიჰაუსის შეძენა სურს, მაგრამ კლუბს სატრანსფერო თანხა არ გააჩნიაო.
შეგახსენებთ, რომ 1 ივლისს „წითლებმა“ „ლაიპციგის“ 22 წლის ფრანგი ცენტრალური მცველი, იბრაჰიმა კონატე გაიფორმეს და მასში 40 მილიონი ევრო გადაიხადეს.
კონატე მეორე ყველაზე ძვირადღირებული მცველია „ლივერპულის“ ისტორიაში ვირჯილ ვან დეიკის შემდეგ (84,65 მილიონი ევრო).