ფეხბურთი

10:23 | 12.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელი კეპას წარმატებაზე

უეფას სუპერთასის მატჩის 119-ე წუთზე, „ვილიარეალის“ წინააღმდეგ (1:1, პენალტებით - 6:5) „ჩელსის“ დამრიგებელმა, ტომას ტუხელმა, მინდორზე ბასკი მეკარე, კეპა არისაბალაგა გაიყვანა და არც შემცდარა. კეპამ ორი პენალტი მოიგერია და შეხვედრის გმირი გახდა.

„ეს არ ყოფილა სპონტანური გადაწყვეტილება. ამაზე კეპასთან გუნდში მოსვლისთანავე ვისაუბრე. კარგად მოვემზადეთ, გვქონდა სტატისტიკა, რომ კეპა საუკეთესოა თერთმეტმეტრიანების მოგერიების მხრივ. ანალიტიკოსებმა ყველა მონაცემი მაჩვენეს და შევთანხმდით, რომ მატჩისშემდგომი პენალტების დანიშვნის შემთხვევაში, კარში კეპა ჩადგებოდა.

უბრალოდ ფანტასტიკურია, რა წყნარად მიიღო ეს ყველაფერი ჩვენმა მთავარმა მეკარე მენდიმ. მან გუნდის ინტერესები გაითვალისწინა. მიხარია, რომ არისაბალაგას მინდორზე გასვლამ წარმატებბა მოგვიტანა“ - ციტირებს გერმანელი სპეციალიტის სიტყვებს“ - უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

0.115441