სხვა

9:48 | 12.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

სპენსი პაკიაოსთან შეხვედრას გამოეთიშა

როჭოს წონის (67 კგ) ჩემპიონი ეროლ სპენს უმცროს იძულებული გახდა, მანი პაკიაოსთან 21 აგვისტოს შეხვედრაზე უარი ეთქვა. ამის მიზეზი მარცხენა თვალზე არსებული ტრავმაა, რომელიც ბრძოლისთვის მზადებისას გაუმიზეზდა.

პაკიაო კი ბრძოლისთვის მზადაა და სპენსის შემცვლელიც უკვე შერჩეული ჰყავს. ესაა კუბელი იორდენის უგასი, ვისაც პეკინის 2008 წლის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული. მან ფილიპინლთან შეხვედრაზე წინასწარი თანხმობა უკვე განაცხადა.

სპენსთან შეხვედრა ლას ვეგასში, „T-მობილ“ არენაზე უნდა გამართულიყო. და სავარაუდოდ, უგასთან ბრძოლაც იქვე ჩატარდბა. კუბელი რინგზე WBA-ის (კრივის მსოფლიო ასოციაცია) საჩემპიონო სარტყელით გამოვა, რომელიც წელს, იანვარში მოიპოვა.

პაკიაოს რვა დივიზიონში აქვს მოპოვებული მსოფლიო ჩემპიონის წოდება. სპენსი კი ამჟამად როჭოს წონაში WBC-ს (კრივის მსოფლიო საბჭო) და IBF-ის (კრივის საერთაშორისო ფედერაცია) სარტყლებს ფლობს. მას პროფესიულ რინგზე გამართული 27-ვე შეხვედრა მოგებული აქვს.

„მოუთმენლად ველოდი ბრძოლას. სამწუხაროდ, ექიმებმა მარცხენა თვალის ტრავმა აღმომიჩინეს. მათ მითხრეს, რომ ბრძოლა არაფრით შეიძლება და რომ თვალზე ოპერაცია მაქვს გასაკეთებელი“, - ყვება სპენსი, ვისაც ოპერაციას დალასში გაუკეთებენ.

„მდლობა ღმერთს, რომ ექიმებმა ეროლს ეს ტრავმა დროულად აღმოუჩინეს, სანამ უფრო მეტად დაუზიანდებოდა. ყველას ვთხოვ, შემომიერთდნენ და მისი სრული გამოჯანმრთელებისთვის ვილოცოთ“, - განცხადა პაკიაომ.

35 წლის უგასს პროფესიულ რინგზე 26 ბრძოლა აქვს მოგებული, მათგან 12 ნოკაუტით. 4-ჯერ კი მარცხი იწვნია. ის რინგზე 2016 წელს დაბრუნდა და კრივის ელიტაშიც ამის შემდეგ შეაღწია.

0.151681