ფეხბურთი

10:51 | 11.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

უნაი ემერი: "ვამაყობთ, რომ ლა ლიგას და ესპანურ ფეხბურთს წარმოვადგენთ"

ევროპის სუპერთასზე ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული „ჩელსი“ ევროპა ლიგის ჩემპიონ „ვილიარეალს“ ბელფასტში დაუპირისპირდება. მატჩის წინ ესპანელთა მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ კომენტარი გააკეთა.

„სასტარტო შემადგენლობაზე გადაწყვეტილებას მხოლოდ ბოლო ვარჯიშის შემდეგ მივიღებთ. პარეხო კოკელნი და ჩუკვუზე ნამდვილად არ ითამაშებენ. ზოგს საერთოდ არ უვარჯიშია, მაგრამ მათი მნიშვნელობის გამო სათადარიგო სკამზე შეიძლება მაინც აღმოჩნდნე. პაუ ტორესი ევროპის ჩემპიონატისა და ოლიმპიადის შემდეგ დაბრუნდა, მაგრამ ის მზად არის მატჩისთვის. ვამაყობთ, რომ წარმოვადგენთ ლა ლიგას, გულშემატკივრებს და მთელ ესპანურ ფეხბურთელს.

ბევრი ფეხბურთელი გვყავს, რომელთაც ნამდვილად სურთ აჩვენონ თავიანთი კლასი და ძალა. ამ სიტუაციის სირთულეს ყურადღებას არ მივაქცევთ. ეს მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია და შესაბამისად ვითამაშებთ“, - თქვა ემერიმ.

შეგახსენებთ, რომ ევროპის სუპერთასის მატჩი „ჩელსისა“ და „ვილიარეალს“ შორის დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

0.110638