ფეხბურთი

20:22 | 10.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა გაგნიძეს "ურალში" ახალი მწვრთნელი ჰყავს

ეკატერინბურგის „ურალს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - იგორ შალიმოვი. შესაბამისად, ის გაწვრთნის ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელ ლუკა გაგნიძეს.

შალიმოვმა იური მატვეევი შეცვალა, რომელმაც გუნდი „სოჭისთან“ (0:2) წაგების შემდეგ დატოვა. შალიმოვს ქართველ ფეხბურთელთან მუშაობის გამოცდილება აქვს, როდესაც "კრასნოდარში" თორნიკე ოქრიაშვილს ავარჯიშებდა.

„ურალმა“ რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონი ცუდად დაიწყო და სამი ტურის შემდეგ 1 ქულით ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა.

0.114527