ფეხბურთი

14:50 | 10.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ურალის“ მთავარი მწვრთნელი გუნდს ტოვებს

ეკატერინბურგის „ურალის“ მთავარი მწვრთნელი, იური მატვეევი, უახლოეს ხანში თანამდებობას დატოვებს - წერს championat.com.

9 აგვისტოს, რუსეთის პრემიერლიგის მესამე ტურში, ეკატერინბურგელებმა სტუმრად „სოჩისთან“ წააგეს (0:2) და ცხრილში ბოლოსწინა ადგილზე არიან.

მატვეევი გუნდში უკვე საკმაო ხანია მუშაობს. თუმცა მთავარი მწვრთნელის პოსტი გასულ სეზონში დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ „ურალში“ მოსკოვის „დინამოდან“ იჯარით მივლინებული, ყოფილი თბილისის დინამოელი, 18 წლის ლუკა გაგნიძე ირჯება. ლუკამ სამიდან ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა. ორივეჯერ მინდორზე შეცვლაზე შევიდა და ჯამში 58 წუთი ითამაშა.

0.117709