ფეხბურთი

12:49 | 10.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი რობერტსონის ტრავმაზე - „გაგვიმართლა“

„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი, ჟურნალისტებს თავისი გუნდის მარცხენა მცველის, ენდრიუ რობერტსონის ტრავმის შესახებ ესაუბრა. შოტლანდიელმა მყესები ბილბაოს „ატლეტიკთან“ ამხანაგურ მატჩში (1:1) დაიზიანა და მოედანი ექიმების დახმარებით დატოვა.

„გაგვიმართლა. ენდრიუმაც თქვა და ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა. უარესიც შეიძლებოდა მომხდარიყო. როდის დაბრუდება მინდორზე ჯერ ძნელი სათქმელია. შესაძლოა, სექტემბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ.“ - ციტირებს კლოპის სიტყვებს Daily Mail.

0.12631