„ლივერპულმა“ „ენფილდზე“ ამხანაგურ მატჩში ესპანურ „ოსასუნას“ უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.
ანგარიში ავტოგოლით გაიხსნა. მე-14 წუთზე ოსასუნელმა ხესუს არესომ საკუთარ კარი გაიტანა. შემდეგ ბობი ფირმინოს ჯერი დადგა. ბრაზილიელმა ორჯერ დაამწუხრა სტუმრები, ერთხელ ციმიკასის, მეორედ კი მინამინოს პასებით.
სტუმართაგან ერთადერო გოლი კიკეს ანგარიშზეა.