რაგბი

19:20 | 9.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლევან მაისაშვილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ლევან მაისაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაცია გაავრცელა. "ბორჯღალოსნების" თავკაცი სამხრეთ აფრიკაში კლინიკაში რჩება და მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

"საქართველოს რაგბის ნაკრების მწვრთნელის ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ბოლო ორი დღეა დამატებით გართულებები არ ჰქონია, თუმცა მანამდე ყველა შესაძლო გართულება ჰქონდა. ექიმები პროგნოზს ვერ აკეთებენ. ერთ-ერთ საუკეთესო კერძო კლინიკაშია იოჰანესბურგში - Milpark hospitals. ადგილზე არის მაღალტექნოლოგიური მკურნალობის სრული შესაძლებლობა, ამიტომ ოჯახმა სადმე გადაყვანის გადაწყვეტილება არ მიიღო. ჩართულია ჩვენი ელჩი ბექა დვალი. ძალიან ეხმარება იქ ადგილზე ქართველი ექიმი ვახტანგ რეხვიაშვილი, ძალიან წარნატებული და ავტორიტეტული ექიმია და მისი კონტაქტებითაც მაქსიმალური ყურადღება ექცევა. მოკლედ, რაც შესაძლებელია ყველაფერს უკეთებენ. ვუსურვოთ გამოჯანმრთელება", - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ ლევან მაისაშვილი ივლისში, სამხრეთ აფრიკაში დაინფიცირდა, სადაც საქართველოს ნაკრებთან ერთად ტესტ-მატჩებისთვის იმყოფებოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113668