ფეხბურთი

0:24 | 8.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

დანი ალვეში: „მესის „ბარსელონადან“ წასვლა გამოწვევაა. გამოწვევები კი საჭიროა“

„ბარსელონას“ ყოფილი ფეხბურთელი, ამჟამად კი „სან პაულუს“ 38 წლის მარჯვენა მცველი, დანი ალვეში, რომელიც ტოკიოს ოლიმპიადაზე ბრაზილიის ნაკრებს კაპიტნობდა და დღეს, 7 აგვისტოს, ჩემპიონობა მოიპოვა, ჟურნალისტებს ლიონელ მესის კატალონიური კლუბიდან სავარაუდო წასვლის შესახებ ესაუბრა.

„გული მწყდება „ბარსელონაზეც“ და მესიზეც. ახლა არცერთისთვისაა საუკეთესო დრო. ზოგჯერ ციკლი მთავრდება, მაგრამ ახალი იწყება.

ისიც ცხადია, რომ „ბარსელონა“ ძველებური ვეღარ იქნება. მესისთან ერთად ის სხვა გუნდია. მის გარეშე კი განსხვავებული. მაგრამ „ბარსელონა“ „ბარსელონად“ დარჩება და მესი მესიდ. მოვლენ ახალი დიდებული ფეხბურთელები.

ზოგჯერ დგება დრო, როცა ციკლი უნდა დაასრულო. ეს ახალი გამოწვევაა „ბარსელონასთვისაც“ და მესისთვისაც. გამოწვევბი კი საჭიროა.“ - დასძინა ალვეშმა.

0.124277