ფეხბურთი

23:49 | 7.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლინეკერი: „აი, მესმის სატრანსფერო კამპანია!“

„ბარსელონასა“ და ინგლისის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა, გარი ლინეკერმა, ლიონელ მესის „პარი სენ-ჟერმენში“ შესაძლო გადასვლის შესახებ ტვიტერში დაწერა:

„თუ მესი პსჟ-ში გადავა, რაც უკვე თითქმის გადაწყვეტილი ჩანს, ვითარება ასეთი იქნება - ამ ზაფხულს მათ უფასოდ გაიფორმეს: დონარუმა, რამოსი, ვეინალდუმი, ახლა კი მესისაც უფასოდ იგდებენ ხელში. აი, მესმის სატრანსფერო კამპანია!“

მოგეხსენებათ, არგენტინელს „ბარსელონასთან“ კონტრაქტი 2021 წლის 1 ივლისს დაუმთავრდა და ახლა თავისუფალი აგენტია.

0.135602