ფეხბურთი

10:30 | 7.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლიონელ მესი პსჟ-ს კონტრაქტზე შეუთანხმდა

ლიონელ მესი „პარი სენ ჟერმენში“ ტრანსფერთან ახლოსაა. ფრანგული მედიის ცნობით, მხარეებმა შეთანხმებას პრაქტიკულად მიაღწიეს.

მესი პსჟ-სთან ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების ვარიანტით. მისი ხელფასი კი წელიწადში 35 მილიონი ევრო იქნება.

ლიონელი ფრანგულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, რადგან „ბარსელონასთან“ კონტრაქტი აღარ აკავშირებს. არგენტინელ ვარსკვლავს ესპანურ გრანდში დარჩენა სურდა, მაგრამ ფინანსური პრობლემებისა და ლა ლიგის რეგულაციების გამო ახალი ხელშეკრულების გაფორმება ვერ მოხერხდა.

შეგახსენებთ, ლიონელ მესის „ბარსელონას“ გარდა სხვა კლუბში არასდროს უთამაშია და 2004-2021 წლებში 778 მატჩში 672 გოლი გაიტანა.

0.131116