კალათბურთში ტოკიოს ოლიმპიადაზე ქალთა შორის ფინალის საგზური ამერიკის შეერთებული შტატების და იაპონიის ეროვნული ნაკრებები გავიდნენ. ნახევარფინალურ დაპირისპირებაში აშშ-მ სერბეთი იოლად 79:59 დაამარცხა. ამერიკელებმა პირველ ორ მეოთხედში შეძლეს მეტიქის გატეხვა და ამის შემდეგ ბალკანელებმა თამაშის შემოტრიალება ვერ შეძლეს.
მეორე ნახევარფინალურ ეტაპზე კი მცირე სენსაცია დაფიქსირდა, იაპონიამ წყვილის ლიდერი საფრანგეთი მოულოდნელად 87:71 დაამარცხა. პირველი მეოთხედი ევროპელებმა მოიგეს, თუმცა მასპინძლებმა ამის შემდეგ თამაში გამოასწორეს და პირველად გავიდნენ ოლიმპიადის ფინალში.
ამრიგად, აშშ-ს ოლიმპიადების ისტორიაში მეათედ გავიდა ფინალში და მეცხრედ შეეცდება გახდეს ტრიუმფატორი. აშშ-ს და იაპონიის დაპირისპირება 8 აგვისტოს გაიმართება, ხოლო მესამე ადგილისთვის მატჩში საფრანგეთი სერბეთს 7 აგვისტოს შეხვდება.