ფეხბურთი

22:58 | 6.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ლილმა“ ბელგიის ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა

ბელგიის 21-წლამდელთა ნაკრების და აწ უკვე „ჰამბურგის“ ყოფილი საყრდენი ნახევარმცველი ამადუ ონანა კარიერას „ლილში“ გააგრძელებს. როგორც ფრანგული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, 19 წლის ფეხბურთელმა ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ტრანსფერის სანაცვლოდ გერმანელებმა 7 მილიონი ევრო გადაიხადეს.

ონანა „ვარეგემის“ აკადემიის აღზრდილია და „ჰოფენჰაიმის“ 17-წლამდელებს 2017 წელს შეუერთდა. 2020 წელს ამადუ „ჰამბურგში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. გასულ სეზონში კი ფეხბურთელმა 26 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და სამი გოლი გაიტანა. 21 წლამდელების გარდა ონანა ბელგიის 19, 18 და 17 წლამდელთა გუნდში თამაშობდა.

0.117449