სხვა

18:38 | 6.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

მედლების საერთო ჩათვლა: საქართველო 25-ე ადგილზეა, ჩინეთი აშშ-ს ლიდერობას არ უთმობს

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მე-14 საშეჯიბრო დღე მიილია და მედლებიც ყოველდღიურად აქტიურად თამაშდება.

გუნდურ ჩათვლას ჩინეთი ლიდერობს, რომელსაც ყველაზე მეტი, 36 ოქროს მედალი აქვს, ხოლო ზოგადად ყველაზე მეტი მედალი აშშ-ს ანგარიშზეა (98). საქართველო ამ დროისთვის 25-ე ადგილზეა. ჩვენს ყულაბას გენო პეტრიაშვილის მიერ მოპოვებული ვერცხლის მედალი შეემატა, არადა, ფინალური შეხვედრის დასრულებამდე 13 წამით ადრე გენო 8:5-ს იგებდა, 0.3 წამით ადრე 8:7-ს, მაგრამ საბოლოოდ 8:10 წააგო და ძალიან დასანანი მარცხი განიცადა. საქართველოს ვერცხლის ნაცვლად დღეს ოქრო რომ მოეპოვებინა, 21-ე ადგილზე იქნებოდა.

აღსანიშნავია, რომ უპირატესი არა ოქროს მედალი, არამედ მედლების საერთო რაოდენობა რომ იყოს, საქართველო რეიტინგში მაინც 25-ე პოზიციაზე იქნებოდა.

1. ჩინეთი - 79 მედალი (36 ოქრო, 26 ვერცხლი, 17 ბრინჯაო)

2. აშშ - 98 მედალი (31 ოქრო, 36 ვერცხლი, 31 ბრინჯაო)

3. იაპონია - 51 მედალი (24 ოქრო, 11 ვერცხლი, 16 ბრინჯაო)

4. დიდი ბრიტანეთი - 58 მედალი (18 ოქრო, 20 ვერცხლი, 20 ბრინჯაო)

5. რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი - 62 მედალი (17 ოქრო, 23 ვერცხლი, 22 ბრინჯაო)

6. ავსტრალია - 44 მედალი (17 ოქრო, 6 ვერცხლი, 21 ბრინჯაო)

7. იტალია - 38 მედალი (10 ოქრო, 10 ვერცხლი, 18 ბრინჯაო)

8. გერმანია - 36 მედალი (9 ოქრო, 11 ვერცხლი, 16 ბრინჯაო)

9. ნიდერლანდები - 31 მედალი (9 ოქრო, 10 ვერცხლი, 12 ბრინჯაო)

10. საფრანგეთი - 27 მედალი (7 ოქრო, 11 ვერცხლი, 9 ოქრო)

...25. საქართველო - 8 მედალი (2 ოქრო, 5 ვერცხლი, 1 ბრინჯაო)

შეგახსენებთ, საქართველოს ყულაბაში 8 მედალია. ოქროს ლაშა ტალახაძე და ლაშა ბექაური დაეუფლნენ, ვერცხლის მედლები ვაჟა ვარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა, გურამ თუშიშვილმა, იაკობ ქაჯაიმ და გენო პეტრიაშვილმა მოიპოვეს, ხოლო ბრინჯაო ძალოსან ანტონ პლესნოის ანგარიშზეა. საქართველოსთვის 8 მედალი ოლიმპიურ თამაშებზე რაოდენობრივად საუკეთესო შედეგია. თუმცა, ხარისხობრივად საუკეთესო შედეგი 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე დაფიქსირდა (3 ოქრო, 2 ვერცხლი, 2 ბრინჯაო).

0.063475