პირველყოვლისა ეს ამბავი უნდა დავიწყოთ ბოდიშით. ბოდიში იმის გამო, რომ აქამდე ვერ გაგაცანით ინგლისის ნაკრების უნარიანი ფეხბურთელის, ჯეკი გრილიშის გულისსწორი საშა ეტვუდი, რომელიც დაახლოებით ორწლიანი განშორების შემდეგ ისევ დაუბრუნდა მისთვის საამურ გარემოსა და ჯეკის მკლავებს.
ბრიტანული ტაბლოიდები გვამცნობენ, რომ საშა და ჯეკი იმ იშვიათ გამონაკლისებს შორის არიან, რომლებიც ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობდნენ, ბავშვობიდან მეგობრობდნენ და როგორც ზემოთაღნიშნულ იშვიათ შემთხვევებში ხდება ხოლმე, შემდეგ ეს მეგობრობა სიყვარულში და პრაქტიკულად ცოლ-ქმრობაში გადაიზარდა.
სულ ახლახანს გაირკვა, რომ 25 წლის ჯეკი გრილიში საფეხბურთო კარიერას ევროპის ერთ-ერთ გრანდში, “მანჩესტერ სიტიში“ გააგრძელებს, რასაც საშა ეტვუდის დიდი სიხარული მოჰყვა. მართალია წყვილი ოფიციალურად საცხოვრებლად მანჩესტერში არ გადადის, მაგრამ როდესაც შენი გულისსწორი ბურთს გრანდში გააგორებს - ეს რა თქმა უნდა სასიამოვნოა.