ჭიდაობა

7:00 | 6.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ელიზბარ ოდიკაძე მეოთხედფინალშია

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) ჩაერთო, რომელმაც მერვედფინალური ბარიერი დაძლია.

ოდიკაძე ირანდელ მოჰამადჰოსეინს მოჰამადიანს დაუპირისპირდა და 6:3 აჯობა, რის შედეგადაც მომდევნო ეტაპზე გავიდა. აღსანიშნავია, რომ ელიზბარი შეხვედრის მიწურულამდე 0:3 მარცხდებოდა, მაგრამ მერე მეტოქის დატრიალება მოახერხა, 6 ქულა აიღო და მოიგო.

ოდიკაძე მეოთხედფინალში წონის მთავარ ფავორიტ, რუს აბდულრაშიდ სადულაევს დაუპირისპირდება.

0.14604