ფეხბურთი

12:19 | 5.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ასტონ ვილამ“ გრილიშის შემცვლელი „ნორვიჩში“ იპოვნა

მას შემდეგ, რაც გაცხადდა, რომ ჯეკ გრილიში კარიერას „მანჩესტერ სიტიში“ გააგრძელებს, „ასტონ ვილამ“ მისი შემცვლელის ძებნა დაიწყო და როგორც ჩანს, იპოვნა. ეს „ნორვიჩის“ შუახაზელი ტოდ კანტუელია - გვამცნობს Sky Sports.

წყაროს ინფორმაციით, ბირმინგემული კლუბი 23 წლის ინგლისელთან ხელშეკრულებას მას შემდეგ გააფორმებს, როცა გრილიშის მანჩესტერში გადაბარგების საქმეს საბოლოოდ მოაგვარებს.

0.217037