ფეხბურთი

10:25 | 5.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლესტერელმა ფოფანამ უმძიმესი ტრავმა მიიღო

„ლესტერმა“ ამხანაგურ მატჩში ევროპა ლიგის მოქმედი გამარჯვებული, „ვილიარეალი“ 3:2 დაამარცხა, თუმცა, ლესტერშირელთა მცველმა, უესლი ფოფანამ, შეხვედრა ვერ ჩაამთავრა.

Sky Sports-ის ცნობით, 20 წლის ფრანგი, მძიმე ტრავმის მიღების შემდეგ მინდვრიდან საკაცით გაიყვანეს. „ვილიარეალის“ თავდამსხმელმა, ნინიომ, ერთ ეპიზოდში უხეში ვარდნა შეასრულა და ფოფანას მარცხენა ფეხი დაუზიანა. მას კარგა ხანს დასტრიალებდნენ ექიმები, შემდეგ კი მაყურებელთა აპლოდისმენეტების თანხლებით საკაცით გაიყვანეს მინდვრიდან.

წყაროს ვარაუდით, ფოფანას ფეხი უნდა ჰქონდეს მოტეხილი.

აგვისტოს დასაწყისში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ფოფანას ყიდვა მადრიდის „რეალს“ სურდა. „ლესტერი“ მას 80 მილიონ ევროდ აფასებდა.

0.115568