ფეხბურთი

13:49 | 3.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯო ჰარტი „სელტიკში“ გადავა

ინგლისის ნაკრებისა და „მანჩესტერ სიტის“ ყოფილი, ამჟამად კი „ტოტენჰემის“ მეკარე, ჯო ჰარტი, კარიერას შოტლანდიურ „სელტიკში“ გააგრძელებს. კლუბებს შორის მოლაპარაკებები გასულ უქმეებზე ერთობ გააქტიურდა. „სელტიკი“ 34 წლის ჰარტს სამწლიან კონტრაქტს სთავაზობს. ის სამედიცინო შემოწმებას გლაზგოში დღეს, 3 აგვისტოს გაივლის. ტრანსფერის ღირებულება 1 მილიონ გირვანქას შეადგენს - გვამცნობს Daily Mail.

ჰარტს, რომელსაც ინგლისის ნაკრებში 75 მატჩი ჩაუტარებია და „სიტისთან“ ერთად (2006-18 წლებში 266 მატჩი) ორჯერ მოუგია პრემიერლიგა, ბოლო დროს ცოტა სათამაშო დრო ეძლეოდა. ისიც მხოლოდ სათასო შეხვედრებში. ჯამში სულ ათჯერ მოირგო „ტოტენჰემის“ მაისურა. „სელტიკში“ გადასვლის მიზეზიც მეტი სათამაშო დრო, ანუ „ნაღდ“ ფეხბურთში დაბრუნებაა.

0.125203