სხვა

11:21 | 3.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი მძლეოსანი ოლიმპიადაზე დოპინგ-ტესტზე ჩავარდა

ქართველი მძლეოსანი ბენიკ აბრამიანი ბირთვის კვრის შეჯიბრებაში დღეს უნდა გამოსულიყო, მაგრამ დისკვალიფიცირებულია, რისი მიზეზიც დიპონგ-ტესტზე ჩავარდნა გახდა.

როგორც უცხოური გამოცემები წერენ, აბრამიანს 31 ივლიის აუღეს ტესტი, რომლიც პასუხებმა აჩვენა, რომ მას სამი აკრძალული სტეროიდი აღმოუჩინეს - მეტანდიენონი, ტამოფექსინი და დეჰიდროქლორმეთილტესტოსტერონი.

აბრამიანს უფლება აქვს დროებითი დისკვალიფიკაცია სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში ანტი-დოპინგის განყოფილებაში გაასაჩივროს (CAS ADD).

ბენიკ აბრამიანის კარეირის საუკეთესო შედეგი 21.11 მეტრია და მას ტოკიოს ოლიმპიადაზე მონაწილეობა დღეს უნდა მიეღო.

0.125915