სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

14:22 | 2.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგაზე პლეი-ოფის წყვილები ცნობილია

უეფა შტაბ-ბინაში დღეს ჩემპიონთა ლიგის 2021-2022 წლების სეზონის პლეი-ოფის ეტაპის წილისყრა გაიმართა. შედეგად, გაირკვა წყვილები, რომლებიც ჯგუფურ ეტაპზე გამსვლელი გუნდების ვინაობას გამოავლენს.

აღსანიშნავია, რომ ჯერ მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები არ ჩატარებულა, მაგრამ პლეი-ოფის წყვილები წინასწარ გაირკვა:

ჩემპიონთა გზა

„ზალცბურგი“ (ავსტრია) – „ბრონდბიუ“ (დანია)

„კლუჟი“ (რუმინეთი) / - „იანგ ბოიზი“ (შვეიცარია) – „ფერენცვაროში“ (უნგრეთი) / „სლავია“ (ჩეხეთი)

„მალმიო“ (შვედეთი) / „რეინჯერსი“ (შოტლანდია) – „ოლიმპიაკოსი“ (საბერძნეთი) / „ლუდოგორეცი“ (ბულგარეთი)

„ცრვენა ზვეზდა“ (სერბეთი) / „შერიფი“ (მოლდოვა) – „დინამო“ (ხორვატია) / „ლეგია“ (პოლონეთი)

ლიგის გზა

„მონაკო“ (საფრანგეთი) / „სპარტა“ (ჩეხეთი) – „გენკი“ (ბელგია) / „შახტარი“ (უკრაინა)

„სპარტაკი“ (რუსეთი) / „ბენფიკა“ (პორტუგალია) – პსვ ეინდჰოვენი (ნიდერლანდები) / „მიდტიულანდი“ (დანია)

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველი მატჩები 17/18 აგვისტოს, ხოლო საპასუხო შეხვედრები კი 24/25 აგვისტოს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.115677