ჭიდაობა

10:25 | 2.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მელია დამარცხდა, მაგრამ ბრინჯაოს შანსი აქვს

ტოკიოს ოლიმპიადაზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 97 კგ წონით კატეგორიაში გიორგი მელია მერვედფინალში წონის ლიდერ და ორგზის მსოფლიოს ჩემპიონ მუსა ევლოევთან დამარცხდა.

რუსმა მოჭიდავემ უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა, 3:0 დაწინაურდა და ქართველმა ჩამორჩენა ვეღარ აღმოფხვრა, საბოლოოდ, 1:3 დამარცხდა.

მელია მედლის შანსს მაინც ინარჩუნებს, რადგან საბოლოოდ რუსმა მოჭიდავემ ფინალში გასვლა შეძლო და მელია რეპეშაჟში გაიყოლა. 3 აგვისტოს, გიორგი უნგრელ ალექს გერგო შოკეს შეხვდება, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში ბრინჯაოს მედლისთვის პოლონელ ტადეუშ მიხალიკს დაუპირისპირდება. რეპეშაჟი დილის 6 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, დღეს, 130 კგ წონით კატეგორიაში ფინალში იჭიდავებს იაკობ ქაჯაია, რომელიც სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ ლოპეს ნუნიესს შეხვდება, ქაჯაიას ხალიჩაზე 15:00 საათის შემდეგ უნდა ველოდოთ.

0.110426