ავტოსპორტი

1:14 | 1.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონი უნგრეთის დიდი პრიზის პოულზეა

ლუის ჰამილტონმა და მისმა თანგუნდელმა ვალტერი ბოტასმა, უნგრეთის დიდი პრიზის რბოლის სტარტზე, პირველ რიგში დადგომის უფლება მოიპოვეს. ორივემ კი უკან მოიტოვა ჩემპიონატის ლიდრი მაქს ფერსტაპენი, ვინც თანაგუნდელ სერხიო პერესთან ერთად, მეორე რიგში დაიკავებს ადგილს.

ჰამილტონისთვის ეს კარიერაში მოპოვებული 101-ე პოულ პოზიციაა. და მას შანსი აქვს, მე-100 დიდი პრიზიც მოიგოს. თუ ეს შეძლო, ფორმულა 1-ის ისტორიაში, პირველი პილოტი გახდება, ვისაც ასი რბოლა აქვს მოგებული. თუმცა ფერსტაპენი იქადნის, რომ მეტოქეს ამის საშუალებას უნგრეთში არ მისცემს.

კვალიფიკაციის პირველ ორ ნაწილში, ფერსტაპენი ყველაზე სწრაფი იყო. პირველში მან ჰამილტონს აჯობა, მეორეში კი - ლანდო ნორისს. მაგრამ როდსაც ყველაზე მეტად იყო საჭირო, მან საუკეთესო წრე ვერ შეკრა. ჰოლანდიელმა განაცხადა, რომ საბურავების იმ კომპლექტმა, რომლითაც ბოლო ნაწილში იასპარეზა, კარგად ვერ იმუშავა.

ჰუნგარორინგზე კვალიფიკაციაში გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ამ ტრეკზე გასწრება ძალიან რთულია. რბოლის წინ, ფერსტაპენი ლიდერია და ჰამილტონს 8 ქულას უგებს. საინტერესოა ისიც, რომ მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს, ეს რბოლა რვაჯერ აქვს მოგებული. აქამდე ფერსტაპენის ანგარიშზე, 5 მოგებული რბოლაა, ჰამილტონისა კი - 4. კვალიფიკაციებშიც წინ ჰოლანდიელია - 5-3.

უნგრეთის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1'15.419
  2. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 0.315
  3. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 0.421
  4. სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 1.002
  5. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 1.064
  6. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1.070
  7. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 1.077
  8. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 1.234
  9. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 1.296
  10. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 1.331
  11. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 1.452
  12. ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 1.474
  13. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 2.145
  14. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 2.164
  15. კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) ავარია
  16. იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 2.500
  17. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 2.525
  18. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 2.617
  19. ნიკიტა მაზეპინი (რუსეთი, ჰაასი) 3.503
  20. მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) ავარია
0.194495