სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

0:49 | 1.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

„სიტიმ“ „ბარნსლი“ არ დაინდო და სუპერთასისთვის ემზადება

ინგლისის ჩემპიონმა,“მანჩესტერ სიტიმ“ თავისი აკადემიის მინდორზე ამხანაგურ მატჩში ქვედალიგელ „ბარნსლის“ 4:0 მოუგო. გოლები ედოზიმ, ნაითმა, მაჰრეზმა და აკემ გაიტანეს.

პირველი ტაიმის ბოლოს „ქალაქელმა“ პალმერმა პენალტი ვერ გამოიყენა.

მართალია, „ბარნსლი“ საჯილდაო ქვად ვერ გამოდგება, მაგრამ მასპინძელთა თავკაცი, ხოსეპ გვარდიოლა, მაინც კმაყოფლი დარჩა თავისიანების გარჯით, ამჯერად მან გამოცდილებს (მაგალითად, დე ბრუინი განაცხადში საერთოდ არ ყოფილა) ახალგაზდები შეუწვილა და ამ ნაბიჯმა გაამართალა.

„ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩვენ ბევრი პერსპერქტიული ახალგაზრდა გვყავს და მათ თამაშის საშუალება მივეცით. თუმცა, ოპტიმალური ფორმისგან ჯერ შორს ვართ. ხვალ და ზეგ ჩვეულებრივი ვარჯიშები გვექნება, შემდეგ კი სუპერთსისთვის დავიწყებთ საგანგებო მზადებას.“ - უთხრა ესპანელმა სპეციალისტმა კლუბის პრესსამსახურს,

ინგლისის სუპერთასის მატჩი კი (Community Shield), 7 აგვისტოს გაიმართება „უემბლიზე,“ „მანჩესტერ სიტი“ „ლესტერს“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.112516