ესპანური ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა, ჟურნალისტებს, ლიონელ მესის მიერ „ბარსელონსთან“ კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე გაუზიარა საკუთარი აზრი.
„ბარსელონას“ ხელმძღვანელობას ვესაუბრე, მესის სიტუაციასთან დაკავშირებით. ვკითხე, როგორ მიდის საქმეები. მითხრეს, რომ არგენტინელი კლუბში დარჩება და ხელფასს შეიმცირებს. მხოლოდ ამ ინფორმაციას ვფლობ. ცხადია, მესის „ბარსელონაში“ დარჩენის გულისთვის, რეგლამენტს არ შევცვლით.“ - ციტირებს ტებასის სიტყვებს Marca.
წყაროს ინფორმაციით, მესი კატალონიურ კლუბთან კონტრაქტს ხელს აგვისტოს დასაწყისში, კონკრეტულად კი 2 რიცხვში მოაწერს. მანამდე არგენტინელი გუნდთან ერთად არ ივარჯიშებს.
ლა ლიგის რეგლამენტით, კლუბები, რომლებმაც სახელფასო ლიმიტს გადააჭარბეს, ახალი ფეხბურთელების რეგისტრაციისას, ვალდებულნი არიან გვარიანად შეამცირონ დანახარჯები.