ფეხბურთი

22:21 | 30.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

დაუდმა „დორტმუნდთან“ ახალი ხელშეკრულება გააფორმა

გერმანიის ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატმა მაჰმუდ დაუდმა „დორტმუნდთან“ კონტრაქტი განაახლა და გუნდში 2023 წლის ივლისამდე დარჩება. აღნიშნული ინფორმაცია გერმანული კლუბის ტვიტერის გვერდმა გაავრცელა.

დაუდი „დორტმუნდმა“ 2017 წელს „გლადბახიდან“ 12 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატა. მას შემდეგ ცენტრალურმა ნახევარმცველმა 101 მატჩი ჩაატარა, გაიტანა სამი გოლი და ცხრა საგოლე გადაცემა შეასრულა. დაუდს ეროვნულ გუნდში ორი მატჩი აქვს ჩატარებული, ხოლო ევროპის ჩემპიონატის განაცხადში წელს ვერ მოხვდა.

0.113588