ესპანეთის ეროვნული ნაკრების მცველმა დანი კარვახალმა მადრიდის „რეალთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა და გუნდში 2025 წლის ივლისამდე დარჩება. აღნიშნული ინფორმაცია „სამეფო კლუბის“ ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
კარვახალი „რეალის“ აკადემიის აღზრდილია და 2012 წელს „ლევერკუზენში“ გადავიდა. ერთი წლის შემდეგ ესპანელებმა დანი დაიბრუნეს და მას შემდეგ ჩატარებულ 294 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა და 50 საგოლე გადაცემა შეასრულა. „რეალის“ რიგებში დანიმ ჩემპიონთა ლიგა ოთხჯერ, ხოლო ლა ლიგა ორჯერ მოიგო.