გიორგი მერებაშვილი კარიერას „პოდბესკიძიეში“ გააგრძელებს, რომელიც პოლონეთის რანგით მეორე დივიზიონში თამაშობს.
პოლონურმა გუნდმა ქართველ ნახევარმცველს 1+1-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა და ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
„გუნდში რამდენიმე მეგობარი დამხვდება, მაგალით კამილ ბილინსკი, რომელიც ვიცი, რომ გუნდის კაპიტანია და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ისევ ერთად ვითამაშებთ. მირჩევნია მარჯვენა შემტევ ნახევარმცველად თამაში, მაგრამ მარცხნივ და ცენტრში ფორვარდის უკანაც შემიძლია“, - თქვა ქართველმა.
შეგახსენებთ, გიორგი მერებაშვილს „დინამო თბილისში“, „ვოივოდინაში“, ოფში, „ვერიაში“, „ლევადიაკოსსა“ და პლოცკის „ვისლაში“ უთამაშია, სადაც 131 მატჩში 21 გოლი და 31 საგოლე პასი მიითვალა. საქართველოს ნაკრების მაისურით მის ანგარიშზე 32 მატჩი და 2 გოლია.