"არსენალის" ექს ლეგენდარულმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა შესაძლოა სამწვრთნელო კარიერა განაახლოს. ინფორმაციას THE SUN ავრცელებს.წყაროს ცნობით, ფრანგი სპეციალისტი დიდი ალბათობით შვეიცარიის ნაკრებს ჩაიბარებს.
შვეიცარიის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა ეძებს მწვრთნელს, რომელსაც შეუძლია ეროვნული გუნდი ყატარში დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანოს.
შეგახსენებთ, შვეიცარიის ნაკრების ვლადიმერ პეტკოვიჩი წვრთნიდა, რომელმაც ცოტა ხნის წინ საფრანგეთის ლიგა 1-ში მოასპარეზე "ბორდო" ჩაიბარა. ბოსნიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით ევრო 2020-ზე შვეიცარია მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ესპანეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში დამარცხდა, ხოლო მანამდე ტურნირის მთავარ ფავორიტ საფრანგეთს სძლია. პეტკოვიჩს მანამდე „ლუგანოში“, „ბელინცონაში“, „იანგ ბოიზში“, „სანსუნსპორტში“, „სიონსა“ და „ლაციოში“ უმუშავია.
რაც შეეხება ვენგერს, 71 წლის სპეციალისტმა სამწვრთნელო კარიერა 1984 წელს დაიწყო, როდესაც „ნანსი“ ჩაიბარა, სხვადასხვა დროს კი „მონაკოს“, „გრამპუს ნაგოიასა“ და „არსენალს“ წვრთნიდა. "მეთოფეებში" მან 22 წელი იმუსავა და ეპოქა შექმნა.