კალათბურთი

10:30 | 30.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვესტბრუკი ჩემპიონობის იოლ გზას დაადგა - "ლეიკერსი" "ვაშინგტონს" შეუთანხმდა

რასელ ვესტბრუკი კარიერას დიდი ალბათობით „ლოს ანჯელეს ლეიკერსში“ გააგრძელებს. ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით „ლეიკერსმა“ „ვაშინგტონთან“ 32 წლის გამთამაშებლის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია და მის ნაცვლად 4 კალათბურთელს შეელევა.

საუბარია: კაილ კუზმაზე, კენტავიუს კოლდუელ პოუპზე, მონტრეზ ჰარელისა და 2021 წლის დრაფტის 22-ე ნომერზე. ვესტბრიუკის ძირითადი მიზანი „ლეიკერსში“ გადასვლისა არის ის, რომ მას სურს გახდეს ჩემპიონი, რისი შანსიც ლებრონ ჯეიმსისა და ენტონი დევისის წყვილთან ერთად უფრო დიდია. თან აღსანისნავია ისიც, რომ გამოცდილი კალათბურთელი სწორედ კალიფორნიის შტატიდანაა.

თავის მხრივ, კუზმა და ჰარელი განიხილებოდნენ, როგორც „საკრამენტოს“ ახალი მოთამაშეები, „ლეიკერსში“ კი ბადი ჰილდზე იყო საუბარი, თუმცა ბოლო მომენტში ყველაფერი შეიცვალა. გუნდში გაითვალისწინეს ისიც, რომ პასების მომარაგების მხრივ, ლებრონს ვესტბრუკი უფრო დაეხმარება, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში NBA ლიგის პირველ ადგილზე იყო.

რასელ ვესტბრიუკმა გასულ სეზონში "ვიზარდსის" მაისურში საშუალოდ 22,2 ქულა, 11,5 მოხსნა და 11,7 პასი მიითვალა.

0.130545