ბორისოვოს „ბატეს“ მთავარმა მწვრთნელმა ვიტალი ჟუკოვსკიმ „დინამო ბათუმთან“ მატჩის შემდეგ (1:4) კომენტარი გააკეთა. როგორც ბელარუსმა სპეციალისტმა განაცხადა, ფეხბურთში ასეთი შერცხვენილი არასდროს ყოფილა და მარცხში საკუთარი თავი დაადანაშაულა.
„რა მოხდა მეორე ტაიმში? მეტოქე უფროთავისუფლად თამაშობდა, ჩვენ კი პირიქით. პენალტის შემდეგ ვერ ვიტყვი, რომ თამაში დავკარგეთ, მაგრამ მეორე გოლის გაშვების შისი ნამდვილად არსებობდა და როდესაც ფეხბურთის თამაშის გეშინია, ის ხდება, რაც მოხდა. გულშემატკივრების ძალიან მრცხვენია, იმ ადამიანების, ვინც წუხს კლუბზე, მათი, ვინც ეს საქმე მომანდო. ძალიან მრცხვენია.
დღეს ძილი გვჭირდება, ხვალ კი კლუბის ხელმძღვანელობას გავესაუბრებით, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ, რომელი გზით წავალთ. ვფიქრობ, ევროთასებზე, სახლში, მეორე ტაიმში 4 გოლის გაშვება მწვრთნელის ბრალია. მოედანზე ფეხბურთელები არიან, მაგრამ ეს მხოლოდ მთავარი მწვრთნელის ბრალია. ფეხბურთში ასეთი სირცხვილი არასდროს მიგრძნია“, - თქვა ჟუკოვსკიმ.
შეგახსენებთ, „დინამო ბათუმმა“ „ბატესთან“ შინ 0:1 წააგო, ბელარუსში პირველი ტაიმის მერეც 0:1 მარცხდებოდა, მაგრამ მეორე ნახევარში 4 გოლი გაიტანა და თამაში 4:1, ორი მატჩის ჯამში კი 4:2 მოიგო და მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც თურქულ „სივასპორს“ დაუპირისპირდება.