ფეხბურთი

12:24 | 29.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ზალცბურგმა“ ესპანეთის ჩემპიონს მოუგო

ზალცბურგის „რედ ბულ არენაზე,“ „ზალცბურგმა“ ესპანეთის ჩემპიონ „ატლეტიკოს“ ამხანაგურად უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

ავსტრიელებმა ერთადერთი გოლი 34-ე წუთზე გაიტანეს. მკაცრი პრესინგის კვალად, მათ ბურთი აართვეს სტუმრებს და სწრაფი კონტრშეტევა განახორციელეს, რომელიც წარმატებით დაასრულა კარიმ ადეიემიმ.

59-ე წუთზე ატლეტიკოელმა ჯულიანო სიმეონემ, გუნდის მთავარი მწვრთნელის, დიეგო სიმეონეს ვაჟმა, წონასწორობა აღადგინა, მაგრამ ვარ-მა ხელით თამაში დააფიქსირა და გოლი არ ჩაითვალა.

0.124042