ფეხბურთი

11:25 | 29.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჟერომ ბოატენგს ორი კლუბი იწვევს

მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილი მცველი, ჟერომ ბოატენგი, რომელიც ამჟამად თავისუფალი აგენტია, მალე ახალი კლუბის მაისურას მოირგებს.

ჟურნალისტი ნიკოლო სკირა, ტვიტერში წერს, რომ ბოლო დღეებში 32 წლის ფეხბურთელმა ორი წინადადება მიიღო, ერთი „ჰერტასგან,“ მეორე „სევილიისგან.“ ორივე მზადაა მასთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმოს, ერთწლიანი გაგრძელების პერსპექტივით.

ბოატენგს „ჰერტაში“ ადრეც უთამაშია. თუ ახლაც გადავიდა, მაშინ ძმსასთან, კევინ-პრინს ბოატენგთან ერთად მოუწევს მინდორზე გასვლა. ხოლო თუ „სევილიას“ შეუერთდა, ჩემპიონთა ლიგაში მოუწევს თამაში.

ბოატენგი „ბაიერნში“ 2011 წლიდან ირჯებოდა. 2009-19 წლებში მას გერმანიის ნაკრებშიც იძახებდნენ. 2014-ში კი ბუნდესნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

0.115848