კალათბურთი

23:52 | 28.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

3x3 კალათბურთის ტრიუმფატორები: ქალებში აშშ-მ იმარჯვა, კაცებში - ლატვიამ

ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიადაზე ახალ დისციპლინაში, 3x3 კალათბურთში 28 ივლისს მედლები ქალთა და კაცთა შეჯიბრებებში გათამაშდა.

სადებიუტო ტურნირის გამარჯვებული ქალთა შორის გახდა ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები, რომელმაც ფინალში რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის გუნდი 18:15 დაამარცხა. მესამე ადგილი კი ჩინეთის ნაკრებმა დაიკავა, რომელმაც ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში საფრანგეთს მოუგო 16:14.

მამაკაცთა შორის პირველი ოლიმპიური ოქრო ლატვიის ნაკრებმა მოიპოვა, რომელმაც ფინალში რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის გუნდი მძიმე ბრძოლაში 21:18 დაამარცხა. მესამე ადგილზე კი სერბეთის ნაკრები გავიდა, რომელმაც ბელგია 21:10 გაანადგურა.

0.119795