ფეხბურთი

23:00 | 28.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

"კრისტალ პალასმა" "ლიონიდან" ანდერსენი დაიმატა

დანიის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე "ლიონის" ყოფილი მცველი იოაკიმ ანდერსენი კარიერას "კრისტალ პალასში" გააგრძელებს. როგორც "არწივების" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელმა ლონდონურ კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ფეხბურთელის სანაცვლოდ ფრანგებმა 17.5 მილიონ ევრო მიიღეს.

ანდერსენი "კოპენჰაგენის" აკადემიის აღზრდილია და 2013 წელს "ტვენტეს" ახალგაზრდულ გუნდში მოხვდა. 2017 წელს ნიდერლანდელებმა ფეხბურთელი "სამპდორიაში", ხოლო 2019 წელს იოაკიმი "ლიონში" აღმოჩნდა. ფრანგული გუნდის მაისურით დანიელმა ერთი სეზონი ითამაშა, ხოლო გასული სეზონი იჯარის წესით "ფულჰემში" გაატარა, სადაც 34 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

0.125523