სხვა

18:10 | 27.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბერიშვილი: "იმედი გვაქვს, რომ მადიევი ნახევარფინალში გავა"

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა 27 ივლისის საშეჯიბრო დღე შეაჯამა. მან იმედი გამოთქვა, რომ მოკრივე ესკერხან მადიევი ნახევარფინალში გავა, რაც ავტომატურად მინიმუმ ბრინჯაოს მედლის ტოლფასი იქნება.

„ყველას იმედი გვქონდა, რომ ნიჭიერი სპორტსმენი ტატო გრიგალაშვილი მედლისთვის იბრძოლებდა. მან მართლაც იბრძოლა და არაფერი დაუკლია, მაგრამ ეს მედლისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. წინ არის შეჯიბრებები, ოლიმპიური თამაშებიც და ტატო წარმატებას აუცილებლად მიაღწევს.

ესკერხან მადივედმა შესანიშნავად იასპარეზა, მის ბრძოლას დავესწარი და მედლამდე ერთი ნაბიჯი აშორებს. ყველად დიდი იმედი გვაქვს, რომ ესკერხანი ნახევარფინალში გავა“, - თქვა ბერიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს აქტივში ძიუდოისტების ვაჟა მარგველაშვილისა და ლაშა შავდათუაშვილის მიერ მოპოვებული ორი ვერცხლის მედალია. 28 ივლისს, 90 კგ წონით კატეგორიაში ლაშა ბექაური იასპარეზებს.

0.118138