ფეხბურთი

16:30 | 27.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ალდერვეირელდი კარიერას ყატარში გააგრძელებს

ბელგიის ნაკრების მცველი ტობი ალდერვეირელდი კარიერას ყატარში „ალ-დუჰაილში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ლონდონის „ტოტენჰემმაც“ დაადასტურა.

ალდერვეირელდი ლონდონურ გუნდში 2015 წლიდან თამაშობდა და 243 თამაშში 9 გოლი გაიტანა. მანამდე ის „საუთჰემპტონში“, „ატლეტიკოსა“ და „აიაქსში“ თამაშობდა.

ბელგიის ნაკრებში 32 წლის ფეხბურთელს 113 თამაშში 5 გოლი აქვს გატანილი.

0.111135