აშრაფ ჰაქიმის „პარი სენ-ჟერმენში“ გაყიდვის შემდეგ, „ინტერი“ მარჯვენა მცველის პოზიციის გაძლიერებას გეგმავს. Footmercato-ს ცნობით, „ნერაძური“ „მონაკოს“ 28 წლის ფეხბურთელით, ჯიბრილ სიდიბეთი დაინტერესდა, რომელსაც კლუბთან კონტრაქტის ვადა მომავალ ზაფხულს ეწურება. მონაკოელები მზად არიან ფრანგი 7 მილიონ ევროდ გაყიდონ.
ამ პოზიციაზე „ინტერს“ ასევე „მანჩესტერის“ დიოგუ დალოტი, „არსენალის“ ექტორ ბელერინი და „რომას“ ალესანდრო ფლორენცი შეუგულებია.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში „ინტერი“ 11-წლიანი პაუზის შემდეგ, პირველად გახდა იტალიის ჩემპიონი.