სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
სხვა

12:49 | 27.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტატო გრიგალაშვილმა რეპეშაჟის შეხვედრა მოიგო და წინ ბრინჯაოსთვის ბრძოლაა

ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ტოკიოს ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას აგრძელებს. 21 წლის ქართველმა ძიუდოისტმა რეპეშაჟის პირველი შეხვედრა წარმატებით დაასრულა.

ტატო უზბეკ შაროფიდინ ბოლტაბოევს დაუპირისპირდა და ვაზარით მოახერხა მისი დამარცხება, რის შედეგადაც ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა. ბრინჯაოს მედლისთვის გრიგალაშვილის მეტოქე ბელგიელი მატიას კასე იქნება, რომელმაც ქართველი თვენახევრის წინ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში დაამარცხა.

შეგახსენებთ, ტატო პირველი წრისგან თავისუფალი გახლდათ და საწყისი შეხვედრა ტაჯიკ აკმალ მუროდოვთან იოლად, იპონით მოიგო. მერვედფინალში გრიგალაშვილი სამხრეთკორეელს სუნგო ლის მოუგო, ამ შემთხვევაშიც იპონით. გრიგალაშვილი მეოთხედფინალში მონღოლეთის წარმომადგენელ საედ მოლაეისთან ვაზარით იგებდა, მაგრამ შემდეგ ორი ვაზარი მიიღო და დამარცხდა.

საქართველოს ყულაბაში ამ დროისთვის ორი ვერცხლის მედალია და ორივე ძიუდოისტებმა მოიპოვეს - ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) და ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ).

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.118409