ძიუდო

10:05 | 27.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტატო გრიგალაშვილი მეოთხედფინალშია

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) წარმატებით ასპარეზობს. ქართველმა ძიუდოისტმა ორი წრე გადალახა და მეოთხედფინალში გავიდა.

ტატო პირველი წრისგან თავისუფალი გახლდათ და საწყისი შეხვედრა ტაჯიკ აკმალ მუროდოვთან იოლად, იპონით მოიგო. მერვედფინალში გრიგალაშვილი სამხრეთკორეელს სუნგო ლის მოუგო, ამ შემთხვევაშიც იპონით და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა, სადაც მონღოლ საეიდ მოლაეის შეხვდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ყულაბაში ამ დროისთვის ორი ვერცხლის მედალია და ორივე ძიუდოისტებმა მოიპოვეს - ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) და ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ)

0.12332