სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
სხვა

20:25 | 26.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

27 ივლისის განრიგი - ხვალ საქართველოს სახელს ორი სპორტსმენი დაიცავს

ტოკიოს ოლიმპიადაზე ქართველთათვის მე-3 საშეჯიბრო დღე მიილია და საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს ამ ეტაპზე ორი მედალი აქვს. უფრო ზუსტად 2 ვერცხლი და მათი მოპოვება ძიუდოისტებმა ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოახერხეს.

ხვალ ჩვენთვის შედარებით მარტივი დღეა, რადგან მხოლოდ 2 ქართველი სპორტსმენი ასპარეზობს. ზაფხულის XXXII თამაშებზე საკუთარ ძალებს ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი და მოკრივე ესკერხან მადიევი ეცდებიან.

მათი განრიგი კი შემდეგნაირია:

პირველი ტატამზე ტატო გრიგალაშვილს ვიხილავთ. მას ოლიმპიადაზე დებიუტი ექნება და პირველივე ჯერზე მედლის მოპოვებას ეცდება.

ტატო 08:00 საათიდან დაიწყებს, რადგან პირველი წრიდან ის თავისუფალია და საქმეში მეორე წრიდან ჩაერთვება, სადაც აკმალ მუროდოვისა და ჯოსტერ ენდრიუს შორის უმჯობესს შეხვდება. ძიუდოში ფინალური ბლოკი 12:00 საათიდან დაიწყება.

ასევე რინგზე გამოვა საქართველოს სახელით მოასპარეზე მოკრივე. ესკერხანმა პირველივე დღეს თავი კარგად წარმოაჩინა და ახლა უკვე მედლამდე კიდევ ერთი ბარიერის გადალახვას ეცდება. მერვედფინალში მადიევის მეტოქე უგანდელი შადირი ბვოგი იქნება. მათი დაპირისპირება კი თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.111109