ფეხბურთი

19:12 | 26.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

"სევილიამ" ერიკ ლამელა დაიმატა

ესპანურმა „სევილიამ“ ლონდონის „ტოტენჰემიდან“ ერიკ ლამელა დაიმატა. არგენტინელმა ფეხბურთელმა ანდალუსიელებთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

„სევილიამ“ „ტოტენჰემში“ ბრაიან ხილი გაყიდა და სწორედ მის ნაცვლად მიიღო ლამელა 25 მილიონ ევროსთან ერთად.

გასყლ სეზონში არგენტინელმა შემტევმა „ტოტენჰემში“ 23 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. 29 წლის ფეხბურთელი ინგლისურ გუნდში 2013 წლიდან ირჯებოდა, მანამდე კი „რომასა“ და „რივერ პლეიტის“ წევრი იყო.

0.114318