ქართველო მოკრივე გიორგი ხარაბაძე ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს გამოეთიშა. 1/16 ფინალში ხარაბაძე უზბეკ ფანატ კახრამონოვთან განიცადა მარცხი.
შეხვედრა დაძაბული გამოდგა, მაგრამ ორი რაუნდის შემდეგ ხუთივე მსაჯმა უპირატესობა უზბეკს მიანიჭეს და გამარჯვებაც მას დარჩა.
დღეს, ასევე 1/16 ფინალში წააგო სახილ ალახვერდოვმა, ხოლო 27 ივლისს, მერვედფინალში ესკერხან მადიევი იასპარეზებს, რომელიც უგანდელ შადირი ბვოგის დაუპირისპირდება.