ძიუდო

13:52 | 26.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ეთერ ლიპარტელიანს ბრინჯაოს მედლამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა

ეთერ ლიპარტელიანი მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა. ქართველი ძიუდოისტი (57 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის ცუკასა იოშიდას დაუპირისპირდა. 21 წლის ქართველმა მეტოქისგან ორი ვაზარი მიიღო, რაც ავტომატურად იპონში გადაიზარდა და მარცხი განიცადა.

შეგახსენებთ, ლიპარტელიანმა ოლიმპიადაზე ანგოლელი დიასონემა მუკუნგუი და გერმანელი ტერეზა შტოლი დაამარცხა, ხოლო მეოთხედფინალში დამატებით დროში ფრანგ სარა ლეონი სისიკესთან მარცხი განიცადა და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც პოლონელ ილია კოვალჩიკს დამატებით დროში ვაზარით მოუგო.

საბოლოოდ, ეთერ ლიპარტელიანი მედლის გარეშე დარჩა და იქამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა, მაგრამ მისი გამოსვლა მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს, პირველად იასპარეზა ოლიმპიადაზე და შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა.

შეგახსენებთ, ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) ფინალშია გასული და მედალი უკვე გარანტირებული აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ყულაბაში 2 მედალია. 25 ივლისს, ძიუდოისტი ვაჟა მარგველაშვილი ვერცხლის მედალს დაეუფლა.

0.128746